რატომ გადაწყვიტა აშშ-ის დედაქალაქის მთავრობამ ნემცოვის სახელი მაინცდამაინც რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედნისთვის მიენიჭებინა, - ამ საკითხზე კომენტარი ჟანა ნემცოვამ გააკეთა.
„ვფიქრობ, მათი ლოგიკა იმაში მდგომარეობდა, რომ ბორის ნემცოვი რუსი პოლიტიკოსი იყო. რუსეთმა უნდა იამაყოს იმით, რომ ნემცოვი იყო ის სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკოსი, რომელსაც უნდოდა, ქვეყანა უფრო აყვავებული, ევროპული და დემოკრატიული ენახა“, - აღნიშნა ბორის ნემცოვის ქვრივმა.
რუსეთის მთავარი კრიტიკოსი ბორის ნემცოვი 2015 წლის 28 თებერვლის ღამეს, მოსკოვის ცენტრში მოკლეს. მას ზურგში ესროლეს. სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო 5 პირი და მათ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, მკვლელობის დამკვეთების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.